ჩისკო მუნიოსმა კლუბი მალე მოძებნა - „დინამოს“ ექსდამრიგებელმა „უესკა“ ჩაიბარა #1TVSPORT
ჩისკო მუნიოსმა კლუბი მალე მოძებნა - „დინამოს“ ექსდამრიგებელმა „უესკა“ ჩაიბარა #1TVSPORT

ჩისკო მუნიოსი დიდხანს არ დარჩენილა უმუშევარი. „დინამო თბილისის“ ყოფილი ლიდერი და მთავარი მწვრთნელი „უესკასდამრიგებლად დაინიშნა, – ინფორმაციას ლა ლიგა 2-ის გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩისკო მუნიოსიუესკას“ ახალი მწვრთნელია. პრემიერ ლიგის „უოტფორდიდან“ წამოსული მალიორკელი მწვრთნელი კლუბს უახლოეს პერიოდში შეუერთდება. ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი (ჩისკო მუნიოსი) და კლუბი შეთანხმდნენ, რომ ის უხელმძღვანელებს „უესკას“ სეზონის ბოლომდე. ჩისკო დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას და ამას გააკეთებს სამწვრთნელო შტაბთან ერთად. ჩისკომ მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა. ისეთი კლუბების ფეხბურთელმა, როგორიც არის „ბეტისი“, „ვალენსია“, სადაც მოიგო ლიგა და უეფა-ს თასი. ლა ლიგაში თითქმის 200 მატჩი ჩაატარა. მისი თამაშის იდეა არის თამამი, ბურთით დომინანტი გუნდის შექმნა, რომელიც ენერგიულ ფეხბურთს აჩვენებს. ეს ის ფილოსოფიაა, რომელსაც ახლა „უესკაში“ განავითარებს“, – წერია „უესკას“ ვებგვერდზე.

ჩისკო მუნიოსი, როგორც მწვრთნელი, სულ რამდენიმე კვირის წინ ხელმძღვანელობდა ინგლისის პრემიერლიგის „უოტფორდს“. სათადარიგოთა სკამზე გამოცდილება 2016 წლიდან აქვს, მას შემდეგ რაც ბუცები ჩამოკიდა და „ხიმნასტიკს“ სამწვრთნელო შტაბს მწვრთნელის ასისტენტად შეუერთდა. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები მთავარი მწვრთნელის რანგში „დინამო თბილისში“ გადადგა, რომლის ღირსებასაც მოთამაშის როლშიც იცავდა.

ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი ეროვნული ლიგის გამარჯვებამდე 2019 წელს ფელიქს ვისენტესთან ერთად მიიყვანა, ხოლო 2020 წელს – დამოუკიდებლად. შემდეგ კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ „უოტფორდთან“, სადაც დეკემბერში ჩავიდა და 26 თამაშში გუნდი პრემიერ ლიგაში გადაიყვანა. ამით ისტორია დაწერა და გახდა ჩემპიონატში გამარჯვებების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მქონე მწვრთნელი – თითქმის 70%-იანი გამარჯვებით. თუმცა, ჩისკო მუნიოსი ახალი სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ გაუშვეს და მის ნაცვლად გამოცდილი კლაუდიო რანიერი დანიშნეს.