ჩისკო მუნიოსი თბილისშია და „დინამოს“ ჩაიბარებს
ჩისკო მუნიოსი თბილისშია და „დინამოს“ ჩაიბარებს

ჩისკო მუნიოსი თბილისშია და მალე „დინამო თბილისს“ ჩაიბარებს – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

39 წლის ესპანელი სპეციალისტი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ დიღომში მდებარე გუნდის საკლუბო ბაზას ესტუმრა და „დინამოს“ მეპატრონეს, რომან ფიფიას ესაუბრა.

ჯერ თბილისური კლუბი კონტრაქტის გაფორმებას ოფიციალურად არ აცხადებს, მაგრამ ეს ფორმალური მხარეა და შესაძლოა, დღეს საღამოსაც დადასტურდეს.

ჩისკო მუნიოსი „დინამო თბილისის“ სამწვრთნელო შტაბს საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტებს და გუნდის 17 სექტემბერს დანიშნული ევროპალიგის მატჩისთვის მომზადებას შეუდგება. ცნობილია ისიც, რომ კლუბს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ გადაერთო.

ჩისკომ „დინამო“ ზამთარში ლიცენზიის აქრონის გამო დატოვა, მაგრამ ახლა ის მთავარი მწვრთნელი იქნება, რადგან „ა” სამწვრთნელო ლიცენზია აიღო, რაც უეფას სივრცეში უმაღლესი ლიგის გუნდთან სამი თვით მუშაობის უფლებას აძლევს. მერე კი უფლება ექნება, პროფ ლიცენზიის მიღებაზე იზრუნოს.