ჩისკო მუნიოსი - არბიტრს „საბურთალოს“ მეკარის გაძევება შეეძლო
ჩისკო მუნიოსი - არბიტრს „საბურთალოს“ მეკარის გაძევება შეეძლო

საბურთალოსთან” ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში მთავარი არბიტრი შეცდა და მეტოქის მეკარე უნდა გაეგდო – ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრის შემდეგ თბილისის „დინამოს“ ესპანელმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა განაცხადა.

 

„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მოსაგებად ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო და რეალური საგოლე მომენტებიც ორივე გუნდს გვქონდა. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, სადავო ეპიზოდში მთავარ არბიტრს „საბურთალოს“ მეკარის გაძევება შეეძლო. მაგრამ ეს ფეხბურთია და მსაჯები ცდებიან – ხან ჩვენს და ხან – მეტოქის მხარეს. დღეს ისე გამოვიდა, რომ შეცდომა ჩვენთვის საზიანოდ დაუშვა“ – ამბობს ჩისკო მუნიოსი.

 

ჩისკოს მიერ ნახსენები ეპიზოდი შეხვედრის 61-ე წუთზე მოხდა: „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი პაპავამ შეტევა მოიგერია და მეტოქის ნახევარზე ლევან კუტალია მოძებნა, რომელიც საჯარიმოსთან მეკარე ლაზარე კუპატაძემ უხეშად მოცელა. „დინამოს“ ფეხბურთელები მის გაძევებას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა არბიტრმა მხოლოდ ყვითელ ბარათი აჩვენა და დინამოელთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.