ჩისკო - მამარდაშვილი „ვალენსიას“ და საქართველოს ბევრ პოზიტივს მოუტანს [ვიდეო] #1TVSPORT
ჩისკო - მამარდაშვილი „ვალენსიას“ და საქართველოს ბევრ პოზიტივს მოუტანს [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ყოფილმა ლიდერმა და მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმადარიო ასთან“ ინტერვიუში „უოტფორდიდან“ მოულოდნელ გაშვებაზე, თავის მომავალზე, „დინამო თბილისსა“ და გიორგი მამარდაშვილზე ილაპარაკა.

უოტფორდიდან“ მოულოდნელი გათავისუფლების შემდეგ როგორ ხართ?

– ახლა უკვე დავმშვიდდი. ინგლისში მუშაობა ძალიან მომეწონა. ეს იყო მაგარი გამოცდილება. მაშინ მივედი, როცა „უოტფორდიჩემპიონშიფში იყო და ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ პრემიერლიგაში დავაწინაურე.

თქვენს კარიერას რომ გადახედოთ, „უოტფორდში“ „დინამო თბილისიდან“ გადახვედით – ძალიან დიდი ნახტომი იყო?

– ვფიქრობ, რომ გამოცდილება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია. ხალხი ამბობს, რომ ყოფილ ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა, უფრო სწრაფად განვითარდნენ როგორც მწვრთნელები, ვიდრე სხვები. შესაძლოა, ეს ასეც იყოს. მაგრამ ერთსაც გეტყვით: როდესაც ყოფილი ფეხბურთელი ხართ და დგახართ გუნდის წინ, მათი თქვენდამი პატივისცემა, როგორც ყოფილი ფეხბურთელისადმი, 15 დღე გრძელდება. შემდეგ გუნდი ელის აზრიან გადაწყვეტილებებს, კონცეფციებს და რენტგენში გაგატარებენ, რომ ნახონ, როგორი მწვრთნელი ხართ. ასე რომ, მე არც დავფიქრებულვარ, როდესაც ამ ნახტომის შანსი გამიჩნდა.

საქართველოში თქვენთან ახალგაზრდა მამარდაშვილი თამაშობდა, რომელმაც „ვალენსიას“ მთავარ გუნდში თავისთვის ნიშა შექმნა.

– მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მისი ხასიათი მომეწონა. პირველივე დღიდან ჩემთვის ცხადი იყო, რომ გასაზრდელად უნდა ეთამაშა. ის არის მეკარე, რომელიც „ვალენსიას” და საქართველოს უამრავ პერიოდში ბევრ პოზიტივს მოუტანს.

 

მართალია, რომ „ლევანტეში“ გიწვევდნენ?

– პირდაპირი შემოთავაზება არასოდეს მიმიღია, იყო რაღაც საუბრები, მაგრამ ძალიან სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა.

თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვითხარით.

– ახლა ფეხბურთს ხშირად ვუყურებ, პრემიერლიგას, ლა ლიგას, სერია ა-ს და ა.შ. მინდა გავაგრძელო ვარჯიში, რადგან ძალიან მსიამოვნებდა „უოტფორდში“ მუშაობა, ვფიქრობ, რომ მომავალში შემიძლია კარგი მწვრთნელი გავხდე და მინდა საქმიანობა გავაგრძელო.