ჩისკო 26 აგვისტოს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ჩამოფრინდება - ლიცენზიის საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია
ჩისკო 26 აგვისტოს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ჩამოფრინდება - ლიცენზიის საკითხი ნაწილობრივ მოგვარებულია

ჩისკო მუნიოსი საქართველოში მოემგზავრება და „დინამო თბილისის“ სამწვრთნელო შტაბს დააკომპლექტებს – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

წყაროს ცნობით, 39 წლის ესპანელი სპეციალისტი საქართველოში 26 აგვისტოს ჩამოვა და გუნდის 17 სექტემბერს დანიშნული ევროპალიგის მატჩისთვის მომზადებას შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ გადაერთო.

როგორც გვითხრეს, დიდი ალბათობით, ჩისკო მუნიოსი თბილისში საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმუშავებს და ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი ეყოლება.

რაც შეეხება ლიცენზიის საკითხს, რის გამოც ჩისკომ „დინამო“ ზამთარში დატოვა – სავარაუდოდ, ის ახლა მთავარი მწვრთნელი იქნება, რადგან „ა” სამწვრთნელო ლიცენზია აიღო, რაც უეფას სივრცეში უმაღლესი ლიგის გუნდთან სამი თვით მუშაობის უფლებას აძლევს. მერე კი უფლება ექნება, პროფ ლიცენზიის მიღებაზე იზრუნოს.