ჩირო იმობილეს სეზონის დასრულება და იტალიის ჩემპიონობა სურს
ჩირო იმობილეს სეზონის დასრულება და იტალიის ჩემპიონობა სურს

„ლაციოს“ ფორვარდ ჩირო იმობილეს სურს, იტალიაში საფეხბურთო სეზონი დასრულდეს და მიაჩნია, რომ მისი გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად მზად არის.

„ჩვენი ამბიცია არსად წასულა. ცხადია, ჩვენ ფეხბურთზე აღარ ვფიქრობდით, ახლა კი გონებით უნდა შევემზადოთ სეზონის დასასრულებლად. დაგვრჩა 12 მატჩი, რომ ოცნება განვაგრძოთ, – ციტირებს იმობილეს სიტყვებს Football Italia. – ეს ჩემპიონატის დასაწყისს ჰგავს. რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ადამიანები ისევ იღიმოდნენ.

ვნახოთ, როგორი მდომარეობა იქნება პაუზის შემდეგ. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სერია – А მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ლაციო“ მეორე ადგილზეა და „იუვენტუსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.