ჩირო იმობილეს „იუვენტუსის“ დამარცხების იმედი აქვს
ჩირო იმობილეს „იუვენტუსის“ დამარცხების იმედი აქვს

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მთავარი მატჩი რომის „ლაციოსა“ და ლიდერ „იუვენტუსს“ შორის გაიმართება. თამაშის წინ, კომენტარი გააკეთა „ლაციოს“ საუკეთესო ბომბარდირმა ჩირო იმმობილემ. მისი თქმით, „იუვენტუსი“ უფრო მაღალი დონის გუნდია, მაგრამ „ლაციოს“ არც ისე დიდი ხნის წინ, დამარცხებული ჰყავს იტალიია ჩემპიონი.

„იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარი მოედნის უპირატესობა გვაქვს. გასულ წლებში მოვახერხეთ ტურინელთა დამარცხება და ვეცდებით იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა იმობილემ.

ლაციომ“ 2017 წელს ორჯერ მოუგო „იუვენტუსს“ – 3:2 იტალიის სუპერთასზე და 2:1 სერია ა-ში.
ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს, რომში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ იმმობილემ საფეხბურთო კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ დაიწყო.