ჩირო იმობილემ 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

22:49, 14.08.2026

იტალიელმა ფორვარდმა, ჩირო იმობილემ ოფიციალურად დაასრულა კარიერა. ამის შესახებ იტყობინება ფეხბურთელის ბოლო კლუბის, „პარიზის“ პრესსამსახური.

იმობილეს კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, მაგრამ იტალიელმა გუნდი ვადაზე ადრე დატოვა.

„პარიზის“ გარდა, იმობილეს უთამაშია „ლაციოში“, „დორტმუნდში“, „იუვენტუსში“, „ბეშიქთაშში“, „სევილიაში“, „ტორინოში“, „ჯენოაში“, „ბოლონიაში“, „პესკარაში“, „გროსეტოსა“ და „სიენაში“.

კარიერის განმავლობაში ჩირო იმობილე ოთხჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი, 2020 წელს მოიგო „ოქროს ბუცი“, იტალიის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა ევრო 2020-ზე, აგრეთვე 207 გოლით „ლაციოს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი