ჩირო იმობილე „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ლიდერი გახდა
ჩირო იმობილე „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში ლიდერი გახდა

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში რომის „ლაციომ“ „ბრეშა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ორიდან ერთი გოლი რომაელთა ფორვარდმა, ჩირო იმობილემ გაიტანა. ახლა მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში 35 გოლია. ამის წყალობით, 30 წლის თავდამსხმელმა „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის გაუსწრო და ახალი ლიდერი გახდა.

როგორც სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ გაარკვია, იმობილე პირველი იტალიელია ისტორიაში, ვინც ერთ სეზონზე სერია A-ში მინიმუმ 35 გოლი გაიტანა. მანამდე ეს შეძლო ორმა უცხოელმა ფეხბურთელმა – შვედმა გუნარ ნორდალმა 1949-1950 წლების სეზონზე (35 გოლი, „მილანი“) და არგენტინელმა გონსალო იგუაინმა 2015-2016 წლებში (36 გოლი, „ნაპოლი“).