ჩირო იმობილე „ბოლონიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
LA SPEZIA, ITALY – APRIL 14: Ciro Immobile SS Lazio looks on during the Serie A match between Spezia Calcio and SS Lazio at Stadio Alberto Picco on April 14, 2023 in La Spezia, Italy. (Photo by Gabriele Maltinti/Getty Images)
იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჩირო იმობილე თურქეთის „ბეშიქთაშს“ ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება სათამაშოდ.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იმობილემ გაწყვიტა კონტრაქტი „ბეშიქთაშთან“ და კარიერას „ბოლონიაში“ გააგრძელებს. ის ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
იმობილემ 2024-25 წლების სეზონში „ბეშიქთაშში“ 41 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.