ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია.

„პირველადი გამოძიების ცნობით, მაღაროში მყოფი ადამიანები ხანძრის გაჩენისას ადგილს ვერ ტოვებდნენ“, – აღნიშნულია ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.