ჩინეთში მასშტაბური ავარიისას 15 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მასშტაბური ავარიისას 15 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მასშტაბურ ავარიას სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 44 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, განსუს პროვინციაში მოხდა. როგორც ცნობილია, პროვინციის მთავარ ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ერთდროულად 31 ავტომობილს დაეჯახა. თავად მძღოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. სატვირთო ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მასშტაბური ავარიის მიზეზი ავტომობილზე სამუხრუჭე სისტემის დაზიანება იყო.