ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 20 მუშის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ინციდენტი პროვინცია შანდუნში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მოხდა. ნგრევის დროს მაღაროში 334 მუშა იმყოფებოდა. მათგან 312 დამოუკიდებლად ამოვიდა შახტიდან.

ამ ეტაპზე მიწისქვეშ სავენტილაციო სისტემის მუშაობა აღდგა. მაშველები მიწისქვეშ ჩარჩენილ მაღაროელებს ეძებენ. სამაშველო ოპერაციაში 170 ადამიანია ჩართული.