ჩინეთში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა

09:32, 02.05.2024

ჩინეთში გზის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გუანდონგის პროვინციაში გზის მონაკვეთი ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია – 36, ხოლო დაშავებულია, სულ მცირე, 30 ადამიანი.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 02:10 საათზე მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, ჩამონგრეული გზის მონაკვეთი 17,9 მეტრის სიგრძის იყო და მომხდარის შედეგად 23 მანქანა დაზიანდა.

მსგავსი