ჩინეთში, ავტომობილი სკოლის მახლობლად მდგარი ბავშვების ჯგუფში შევარდა
ჩინეთში, ავტომობილი სკოლის მახლობლად მდგარი ბავშვების ჯგუფში შევარდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სკოლის მახლობლად ავტომობილი ბავშვების ჯგუფში შევარდა. სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია 18 ადამიანი.

ინციდენტი ლიაონინის პროვინციაში, ქალაქ ჰულუდაოში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ქმედება.