ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბრალდებები რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური სტრატეგიაა
ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის ბრალდებები რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური სტრატეგიაა

ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის გენერალური მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებები „კოვიდ-19“-ის ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე რესპუბლიკური პარტიის 2020 წინასაარჩევნო სტრატეგიაა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პომპეოს განცხადებები უსაფუძვლოა.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებაში. აშშ საკუთარი პრობლემებით უნდა იყოს დაკავებული. მე მჯერა, რომ ეს არის რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგია. ეს ძალზედ ნათელია და ჩვენ ასეთი ხრიკები მოგვბეზრდა. ბატონი პომპეო ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარადგენს, რადგან მას ასეთი მტკიცებულება არ აქვს. ეს საკითხი უნდა განიხილონ მეცნიერებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლთაც შიდა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩანინგმა.