ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ფილიპინებში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ტიპის ვირუსით ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაიღუპა. ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა.

გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი.

ორივე ინფიცირებული მანილას საავადმყოფოში მკურნალობდა. ფილიპინების ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს ხანში ჩინეთის საელჩოს გადასცემს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.