ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აშშ-ს „ჰაკერების იმპერია“ უწოდა
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აშშ-ს „ჰაკერების იმპერია“ უწოდა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს „ჰაკერების იმპერია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, გენ შუანის განცხადებით, ფაქტები ამტკიცებს, რომ აშშ არის კიბერსივრცეში ჯაშუშობის მთავარი სახელმწიფო აქტორი.

ჩინური სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, გამოცემა „ტრიბუნე დე ჯენევის“ მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მოხსენებები ამტკიცებს, რომ ცივი ომის შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები შვეიცარიული კომპანია „კრიპტო ეიჯის“ კოდირების მოწყობილობებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის იყენებდნენ და 100-ზე მეტი სახელმწიფოს საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიურ მიმოწერას უთვალთვალებდნენ.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ ყოველდღიურად მილიარდობით სატელეფონო ზარის ჩანაწერს აგროვებს, 10 წელზე მეტია, უსმენს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო ზარებს, ყოველწლიურად ჩინეთში სამ მილიონზე მეტ კომპიუტერს აკონტროლებს და ჩინეთის 3 600-ზე მეტ ვებგვერდზე „ტროას ცხენს“ ათავსებს.

გენ შუანმა ვაშინგტონს მოუწოდა, მსოფლიო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაარკვიოს და აღნიშნა, რომ „ვიკილიქსთან“ და სნოუდენთან დაკავშირებული ინციდენტების ახსნა ჯერ ისევ საჭიროა.

დატოვე კომენტარი