ჩინეთის ორ ციხეში კორონავირუსის 200 შემთხვევა დაფიქსირდა

10:26, 21.02.2020

ჩინეთის ორ ციხეში კორონავირუსის 200 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რენჩენგის ციხეში კორონავირუსზე ტესტი 2 077 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 200 დადებითი იყო.

ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ციხეში ვირუსი ერთ-ერთი დაავადებული ოფიცრისგან გავრცელდა. 12 თებერვალს ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს. მეორე დღეს ანალოგიური სიმპტომებით საავადმყოფოში ციხის კიდევ ერთი თანამშრომელი გადაიყვანეს.

მსგავსი