ჩინეთის მასტერსზე გრიგალაშვილმა გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაასრულა- ძიუდო
ჩინეთის მასტერსზე გრიგალაშვილმა გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაასრულა- ძიუდო

ჩინეთში მიმდინარე მასტერსზე ძიუდოში დღეს საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) იასპარეზა. ახალგაზრდა სპორტსმენი პირველი წრის გამოტოვების შემდეგ, გერმანელ დომინიკ რესელს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოასპარეზე ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო. მან მესამე ადგლისთვის ბრძოლაში სლოვენიელი მეტოქე 39 წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. ხვალ ჩინეთის მასტერსზე ექვსი ქართველი ეცდება მედლების მოპოვებას: 90კგ – ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური,
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი.

დატოვე კომენტარი