ჩინეთის ხუბეის პროვინციის მაცხოვრებლებს ჰონგ კონგში შესვლა აეკრძალებათ
ჩინეთის ხუბეის პროვინციის მაცხოვრებლებს ჰონგ კონგში შესვლა აეკრძალებათ

ჰონგ კონგის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთის პროვინცია ხუბეის მაცხოვრებლებს ჰონგ კონგში შესვლა აეკრძალებათ. მიზეზი ახალი კორონავირუსია.

ახალი კორონავირუსის გავრცელება სწორედ ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2000-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 56 ადამიანი.

ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, ავსტრალიაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და კანადაში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.