ჩინეთის კალათბურთის ფედერაციამ სეზონის განახლება მინიმუმ ივლისამდე გადადო

19:37, 15.04.2020

ESPN-ის ჟურნალისტი ჯონათან ჯივონი იუწყება, რომ ჩინური კალათბურთის დაბრუნება მინიმუმ ივლისამდე გადაიდო. ფედერაცია სეზონის განახლებას თავდაპირველად 15 აპრილს გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეს თარიღი მაისით შეიცვალა.

კონსულატაციების შემდეგ, ჩინეთის კალათბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სეზონის განახლება მინიმუმ ივლისამდე გადადოს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის საკალათბურთო ლიგაში ისეთი ცნობილი მოთამაშეები ასპარეზობენ, როგორებიც არიან ტაი ლოუსონი, ჯერემი ლინი და ლენს სტიფენსონი.

მსგავსი