ჩინეთის გრანპრი ოფიციალურად გადაიდო
ჩინეთის გრანპრი ოფიციალურად გადაიდო

ფორმულა 1-ის პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩინეთის გრანპრი, რომელიც 19 აპრილს უნდა გაიმართოს, არ ჩატარდება დათქმულ ვადებში კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ფორმულა 1-მა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ გრანპრის პრომოუტერების თხოვნის შემდეგ.

„ჩინეთის გრანპრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ფორმულა 1-ის კალენდარში. იქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან. ყველანი მოუთმენლად ველოდებით რბოლას ჩინეთში და ვუსურვებთ საუკეთესოს ქვეყანას ამ რთულ პერიოდში”, – წერია ფორმულა 1-ის განცხადებაში.

ბოლოს ფორმულა 1-ის ეტაპი გაუქმდა 2011 წელს, ბაჰრეინში მასობრივი საპროტესტო აქციების გამო.