ჩინეთი ანტარქტიდაზე მუდმივმოქმედი აეროპორტის აშენებას გეგმავს

19:38, 28.10.2018

ჩინეთი ანტარქტიდაზე მუდმივმოქმედი აეროპორტის აშენებას გეგმავს. ჩინური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ პოლუსზე განთავსებულ აეროპორტს ტურისტული ჯგუფებისა და მკვლევართა ექსპედიციების მიღება შეეძლება.

ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და საჰაერო ტერმინალისთვის ადგილი უკვე შერჩეულია, მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება. ჩინეთი ანტარქტიდაზე კვლევებს 1984 წლიდან ატარებს და სამხრეთ პოლუსზე ოთხი სადგური აქვს მოწყობილი. სამომავლოდ, ჩინეთი მეხუთე სამეცნიერო-კვლევითი ბაზის მოწყობასაც გეგმავს

მსგავსი