ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა
ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა

პეკინი ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა.

სამიტს, სადაც განხილული იქნება ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი დაესწრებიან. ისინი უკვე იმყოფებიან პეკინში.

„ყოველდღიურად ორი მილიარდი ევროს საქონლის გაცვლა ხდება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირის ვაჭრობის დეფიციტი 400 მილიარდ ევროს შეადგენს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონკრეტული ზომები იქნება განხილული და განხორციელებული ამ ურთიერთობების აღსადგენად. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას აზიაში. ჩვენ ვართ შეშფოთებულები ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის ზრდით. ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას ერთი ჩინეთის პოლიტიკის აღიარების შესახებ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ჩინეთის პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შეეხო ადამიანის უფლებების საკითხს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია განსახილველად.