ჩინელი სპორტსმენების მონაწილეობა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებზე არ შეფერხდება
ჩინელი სპორტსმენების მონაწილეობა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებზე არ შეფერხდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თვალს მიადევნებს, რომ ჩინელ სპორტსმენებს ჰქონდეთ სამართლიანი შესაძლებლობები 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირებში გამოსასვლელად.

კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეაჩერა ქვეყანაში ყველა სპორტული ტურნირის ჩატარება. მათ შორის იყო, კრივის ოლიმპიური შესარჩევი ტურნირი (3-14 თებერვალი) და ქალებს შორის ფეხბურთში ოლიმპიური საკვალიფიკაციო (3-9 თებერვალი), აგრეთვე, 2022 წლის ოლიმპიადისთვის ბიატლონისა (27 თეერვალი-2 მარტი) და სამთო თხილამურების (15-16 თებერვალი) სატესტო სტარტები. ასევე კორონავირუსის მიზეზით, ზოგიერთმა ჩინელმა სპორტსმენმა ვერ შეძლო სხვა ქვეყნებში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა თვალი მიადევნოს ყველა შესარჩევ ტურნირს, რომელშიც ჩინელები მონაწილეობენ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩინელ ათლეტებს პრობლემები არ შეექმნათ მონაწილეობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს გათვალისწინებული იქნება ტურნირების მასპინძელი ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მონაცემები”, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.