China Eastern Airlines-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 132 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა
China Eastern Airlines-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 132 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დღეს China Eastern Airlines-ის თვითმფრინავს, რომელსაც 132 მგზავრი გადაჰყავდა კუნმინიდან გოუანჟოუში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა და სამხრეთ ჩინეთის გუანქსის რეგიონის მთებში კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ იყო. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.