ჩილეში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

09:16, 08.07.2020
1222943057

1222943057

ჩილეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ლათინური ამერიკის ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ჩილეში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 2 462 ადამიანს. ამგვარად, ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 301 019-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 6 434-ს შეადგენს.

ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი ენრიკე პარისი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია ქვეყანაში ბოლო დღეებში პოზიტიურ გაუმჯობესებას აჩვენებს. ამიტომ, ხელისუფლება ამჟამად შეზღუდვების მოხსნის სტრატეგიაზე მუშაობს.

მსგავსი