„ჩიხურა“ დანიელებს დაუზავდა - საჩხერელები ზაფხულამდე სახლში ვერ ითამაშებენ
„ჩიხურა“ დანიელებს დაუზავდა - საჩხერელები ზაფხულამდე სახლში ვერ ითამაშებენ

დანიურ „ჯამერბუგტთან“ თურქული შეკრების ბოლოს საკონტროლო შეხვედრა საჩხერის „ჩიხურამ“ ფრედ ითამაშა და ამით შეკრება დაასრულა.

საჩხერელებიდან თავი ლუკა კიკაბიძემ და ირაკლი ლექვთაძემ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ დანიის მესამე ლიგის გუნდი 88-ე წუთამდე იგებდა, სანამ ლექვთაძემ საბოლოო ანგარიში არ დააფიქსირა 2:2.

საჩხერის „ჩიხურა“ – „ბროკჰუსი“ 2:2

გოლები: კიკაბიძე; ლექვთაძე

„ჩიხურა“: ჰამზიჩი (კაპანაძე),კორიფაძე, კაშია (კამლაძე); მამასახლისი, ჯავაშვილი, ტეფნაძე (გვაზავა), ფოცხვერია (შარვაძე), ნონიკაშვილი (ლექვთაძე), კახაბრიშვილი, ისიანი, კიკაბიძე.

„ჩიხურა“ ეროვნულ ლიგაში პირველ შეხვედრას პირველ მარტს თბილისში საბურთალოსთან“ გამართავს. გუნდი ზაფხულამდე საშინაო შეხვედრებს თბილისში, „მიხეილ მესხის“ არენაზე ჩაატარებს.