„ჩიხურას“ ვლადი ზამბახიძე გაწვრთნის #1TVSPORT
„ჩიხურას“ ვლადი ზამბახიძე გაწვრთნის #1TVSPORT

საჩხერეს „ჩიხურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – პოსტიდან გადამდგარი ვახტანგ თურმანიძე მისმა ასისტენტმა ვლადი ზამბახიძემ შეცვალა – ინფორმაცია სკლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დღეიდან საჩხერის „ჩიხურას“ ვლადი ზაბახიძე უთავკაცებს. იგი წლების განმავლობაში „ჩიხურას“ აკადემიას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ვახტანგ თურმანიძის თანაშემწე იყო. ვლადი უეფა-ს პროფლიცენზიის მფლობელია და 2017 წელს უეფა-ს საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები აქვს გავლილი“, – წერია „ჩიხურას“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თურმანიძემ „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ის პოსტზე 2020 წლის იანვარში გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ დაინიშნა.

„ჩიხურა“ ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითა, მიმდინარე სეზონში კი საჩხერული კლუბი რანგით მეორე ლიგაშიც ბოლო ადგილზეა. პირველი წრის შემდეგ გუნდმა 9 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა დააგროვა.