„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი - თავს ვერ გადაახტები, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს
„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი - თავს ვერ გადაახტები, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს

საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპის ლიგაზე სლოვენიურ „მარიბორთან“ შეხვედრა ფრედ (0:0) დაასრულა. თამაში პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ შეაფასა.

„გუნდი ბოლომდე იხარჯება და მჯერა, განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ არაფერს დავუთმობთ. სეზონის დაწყებამდე ჩვენი შემადგენლობა რომ ნახეს, ყველა გავარდნას გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ჩვენი დევიზი არის ის, რომელიც გაკრული გვაქვს საჩხერეში – ყველაფერი შესაძლებელია! გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა. დღეს ჩვენ დაგვაკლდა ოსტატობა, კლასი და გოლი. თავს ვერ გადაახტები, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და მოგების შანსიც გვქონდა“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრას „მარიბორთან“ 2 აგვისტოს სლოვენიაში გამართავს.