„ჩიხურას“ გენერალურ დირექტორი - სუპერთასის ინციდენტი ამოწურულია
„ჩიხურას“ გენერალურ დირექტორი - სუპერთასის ინციდენტი ამოწურულია

საქართველოს სუპერთასზე მომხდარი გაუგებრობა ამოწურულია. ეს პირველ არხთან საჩხერეს ”ჩიხურას” დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

24 თებერვალს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძესა და “ჩიხურას” დირექტორს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და ორივე მხარე დაკითხა.

ინციდენტი თბილისში, “დავით პეტრიაშვილის არენის” ტერიტორიაზე სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ მოხდა. დაკითხვაზე პირველად შუკაკიძე მივიდა, ჭუმბურიძე კი სფფ-ს დელეგაციაში სლოვაკეთში დასრულებულ უეფას კონგრესზე იმყოფებოდა – ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დღეს გამოცხადდა.

ჭუმბურიძე კომენტარს არ აკეთებდა და ამბობდა, რომ პოზიცია სოციალურ ქსელით გაკეთებულ განცხადებაში ჩამოაყალიბა. კომენტარზე თავი შეიკავეს “ჩიხურაშიც” და ფეხბურთის ფედერაციაში. ხოლო შუკაკიძემ პირველ არხთან განაცხადა, რომ ინციდენტი ჩხუბში არ გადაზრდილა და ინციდენტი ამოწურულია.

“იყო ძიძგილაობა, რადგან ფეხბურთი ემოციური სპორტი. მაგრამ არ იყო ფიზიკური დაპირისპირება, ეს ვთქვი პოლიციაში. ასე რომ, გაურკვევლობა მალე აღმოიფხვრა და სუპერთასის ინციდენტი ამოწურულია”, – ამბობს შუკაკიძე.