„ჩიხურას“ ახალი სამწვრთნელო სტაფი სეზონისთვის მზადებას იწყებს - გუნდში ხუთი ახალწვეულია
„ჩიხურას“ ახალი სამწვრთნელო სტაფი სეზონისთვის მზადებას იწყებს - გუნდში ხუთი ახალწვეულია
საჩხერის „ჩიხურამ” სეზონისთვის მზადება ახალი სამწვრთნელო სტაფით დაიწყო. გუნდი სოსო ფრუიძემ დატოვა და „ჩიხურას” ვახტანგ თურმანიძე ავარჯიშებს.
 
ახალი მთავარი მწვრთნელის სამწვრთნელო შტაბში შევიდნენ ვლადი ზაბახიძე (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი), შალვა დოღაძე (მეკარეების მწვრთნელი) და ირაკლი ჭიღლაძე (ფიზმომზადების მწვრთნელი).
საჩხერის „ჩიხურამ” 2020 წლის სეზონისთვის ხუთი ფეხბურთელი დაიმატა: თავდამსხმელი ვილი ისიანი, ფლანგის შემტევი ლუკა კიკაბიძე, ნახევარმცველი კახა კახაბრიშვილი, მცველი გოდერძი მაჩაიძე და ნახევარმცველი შოთა გვაზავა.