„ჩიხურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი - ისევ ძველებური მიზნები გვაქვს
„ჩიხურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი - ისევ ძველებური მიზნები გვაქვს
„ახალ სეზონში იგივე მიზნებს ვისახავთ, რაც აქამდე გვქონდა“ – „ჩიხურამ“ ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს“ – ეს საქართველის პირველ არხთან ვახტანგ თურმანიძემ განაცხადა, რომელმაც საჩხერის „ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ფრუიძე შეცვალა.
 
46 წლის სპეციალისტი საჩხერელია და ფრუიძის თანაშემწედ მუშაობდა. საფეხბურთო კარიერა 2006 წელს მშობლიურ „ჩიხურაში“ დაასრულა და მწვრთნელობაც მშობლიურ კლუბში დაიწყო, სადაც უკვე 14 წელია, რაც მუშაობს.
ფრუიძესთან უდიდესი გამოცდილება მივიღე. ამას დაემატა ორი წელი პროფესიული ლიცენზიის კურსებზე სწავლება, სადაც ბევრი ვისწავლე. ეს გამოცდილება და ცოდნა მაიმედებს, რომ „ჩიხურაში“, რომელიც ფაქტობრივად, ჩემი სახლია, ღირსეულად ვიმუშავებ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ვახტანგ თურმანიძე.
საჩხერელთა ახლადანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა მომზადებელი ეტაპის გეგმებზე ილაპარაკა: „გუნდი სეზონისთვის მზადებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. სამი კვირა საჩხერეში ვივარჯიშებთ, თებერვალში კი ორი კვირით ანთალიაში მოვემზადებით. გუნდიდან ბევრი მოთამაშე წავიდა, მაგრამ იმედი მაქვს, კარგ გუნდს ჩამოვაყალიბებთ. ფრუიძის დროსაც ასე იყო – წლის დასაწყისში სულ ახალი გუნდის შექმნა უწევდა, მაგრამ შედეგს დებდა. იმედია, ჩვენს წარმატებით ვითამაშებთ და მიზანს მივაღწევთ“.
დატოვე კომენტარი