„ჩიხურამ“ თურქმენებთან მოიგო 
„ჩიხურამ“ თურქმენებთან მოიგო 

საჩხერეს „ჩიხურამ“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი თურქმენეთის „აჰალთან“ გამართა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

„სანტაის საფეხბურთო ცენტრში“ (Santai Football Center) გამართულ დაპირისპირებაში საჩხერელებს თურქმენეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა საბოლოოდ მაინც გაიმარჯვეს – ერთად-ერთი გოლი შემტევმა ნახევარმცველმა დემურ ჩიხლაძემ გაიტანა – 1:0.

„ჩიხურა“ – „აჰალი“ 1:0

„ჩიხურა“: მწყერაშვილი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, კამლაძე, მამასახლისი, ჩიხლაძე, სარდალიშვილი, ლექვთაძე, მუმლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჰამზიჩი, მეგრელიშვილი, მარკოზაშვილი, მახარობლიძე, იონანიძე.