ჩიხურამ სიონი დაამარცხა, ბოლნისელებმა პენალტი გააფუჭეს
ჩიხურამ სიონი დაამარცხა, ბოლნისელებმა პენალტი გააფუჭეს

საჩერეს „ჩიხურამ“ გასვლაზე ბოლნისის „სიონს“ მოუგო და სამეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა, ბოლნისელებმ კი, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, აუტსაიდერთა ზონას თავი ვერა და ვერ დააღწიეს.

„სიონს“ ქულის მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა. 24-ე წუთზე ლევან ხმალაძემ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, საჩხერელთა თავდამსხმელმა ირაკლი ბუღრიძემ კი თავისი შანსი გამოიყენა და 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა – 0:1.

„ჩიხურამ“ უპირატესობა 70–ე წუთზე გაზარდა: მიშიკო სარდალიშვილის გადაცემით, მეკარესთან პირისპირ კახა კახაბრიშვილი დარჩა და 0:2. ბოლნისელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს – 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში „სიონის“ ნახევარმცველმა ლაშა ლეჟავამ დააფიქსირა და „სიონმა“ 1:2 წააგო.

ბოლნისის „სიონი“ 21 ქულით ისევ მე-8 ადგილზეა, საჩხერის „ჩიხურა“ კი 44 ქულით გორის „დილას“ (48) მიუახლოვდა.