„ჩიხურამ“ შეკრებაზე მეტოქეები გაარკვია

12:02, 23.01.2018

საჩხერეს „ჩიხურა“ ივანწმინდაში საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება, 5 თებერვალს კი თურქეთში გაეგზავრება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ცნობილი გახდა შეკრებაზე „ჩიხურას“ სპარინგ-მატჩების განრიგი:

9 თებერვალი – „ლევადია“ (ესტონეთი)
12 თებერვალი – „პოდბესკიძიე“ (პოლონეთი)
15 თებერვალი – „კაისერი“ (ყაზახეთი)
18 თებერვალი – „ობოლონი“ (უკრაინა)

მზადების პარალელურად, საჩხერის „ჩიხურა“ დაკომპლექტებას აგრძელებს. ამ დროისათვის, გუნდში მხოლოდ 15 ფეხბურთელია. მორიგი ახალწვეული თბილისის „ლოკომოტივის“ მცველი რევაზ ჩიტეიშვილია.

კლუბის ცნობით, „სატრანსფერო ფანჯრის“ დახურვამდე პორტუგალიელი და ბრაზილიელი ლეგიონერების დამატებაც იგეგმება.

მსგავსი