ჩიხურამ საჩხერელები დაიბრუნა - გუნდი თურქეთში მოემზადება
ჩიხურამ საჩხერელები დაიბრუნა - გუნდი თურქეთში მოემზადება

10 იანვარს, საჩხერეს ჩიხურა ივანწმინდაში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 2 თებერვალს გუნდი თურქეთში გაემგზავრება და დაბა ბელეკში 15-დღიან შეკრებას გაივლის. გუნდის ცნობით, თურქეთში ჩიხურა ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სპარინგ-მეტოქეები კი რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

საჩხერელებმა სხვა კლუბებში წასული საკუთარი გაზრდილები დაიბრუნეს – ორივე თავდამსხმელია, თორნიკე მუმლაძე და ბესიკ დეკანოიძე. პირველი ტრავმის გამო იჯარით გაუშეს, დეკანოიძე კი ბათუმის დინამოდან დაბრუნდა. ჩიხურაში ისევ ითამაშებენ გიორგი კორიფაძე (გორის დილა) და ირაკლი კამლაძე (ვიტ ჯორჯია): ამას გარდა, ჩიხურა გააძლიერეს ბიძინა მახარობლიძემ (ბოლნისის სიონი) და ოლეგ მამასახლისმა (ქუთაისის ტორპედო), ტრავმის შემდეგ კი ვარჯიში გუნდის კაპიტანმა შოთა კაშიამ განაახლა. ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი წასვლას აპირება, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა.

ამ ეტაპზე სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით 21 ფეხბურთელი ვარჯიშობს: დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე, შოთა კაშია, დავით მაისაშვილი, ირაკლი კამლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ზურა კაპანაძე, გიორგი კორიფაძე, დემურ ჩიხლაძე, ლევან კაკუბავა, ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, მიშა სარდალიშვილი, თემურ მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, დავით იონანიძე, ბესიკ დეკანოიძე, თორნიკე მუმლაძე.