„ჩიხურამ“ ორი ლეგიონერი დაიმატა - რიგში კიდევ ორია
„ჩიხურამ“ ორი ლეგიონერი დაიმატა - რიგში კიდევ ორია

ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა საჩხერეს „ჩიხურამ“ ერვოპაუზის დაწყებისას ორი მოთამაშე დაიმატა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საფეხბურთო აგენტმა, დავით ქარაულმა განუცხადა.

„საჩხერეს „ჩიხურას“ რთული სატურნირო მდგომარეობა აქვს, გაძლიერება სჭირდება და ორი გამოცდილი მოთამაშე ჩამოვიყვანე. ორივე ნახევარმცველია – რომან ჯიკაევი და გიორგი ბერეზოვი. ორივე გამოცდილი ფეხბურთელია და მჯერა გუნდს ლიგაში, ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარებიან“, – აცხადებს ქარაული.

ჯირკაევი მარცხენა ნახევარმცველია და ბოლოს რუსეთის რეგიონული ლიგის „ვესტ არმენიაში“ თამაშობდა. გიორგი ბერეზოვი 29 წლისაა და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია. ბოლოს ყაზახეთის პრემიერლიგის „კასპიისკიში“ თამაშობდა, რომელიც გაკოტრდა.

ამ ორის გარდა, ქარაული კიდევ ორი ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობს. ის საჩხერეში გადასვლაზე უკვე შეუთანხმდა 24 წლის ჯეფერსონ ჯარის („პარაენსე“) და 25 წლის ვოლეს სანტოსს („პარანაენსეში“). ორივე მათგანი ნახევარმცველია.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ საჩხერეს „ჩიხურამ“ მხოლოდ 5 ქულა დააგროვა, ბოლოდან მეორე ადგილზეა და გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.