„ჩიხურამ“ „ლოკომოტივი“ თასიდან გამოაგდო
„ჩიხურამ“ „ლოკომოტივი“ თასიდან გამოაგდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალში საჩხერეს „ჩიხურამ“ გასული კვირის გმირს, თბილისის „ლოკომოტივს“ ივანწმინდაში უმასპინძლა, მოულოდნელად მოუგო და თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე დაასვენა. თორნიკე კირკიტაძე არ იყო, არც კაპიტანი დავით უბილავა და დავით სამურკასოვი, ხოლო თემურ შონია შეცვლაზე შევიდა – ისინი ესპანურ „გრანადასთანევროპალიგის მატჩისთვის დაასვენეს.

მე-14 წუთზე ანგარიში საჩხერელთა თავდამსხმელმა, გიორგი ბუხაიძემ გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე „ჩიხურას“ ახალწვეულმა გეორგი ბერეზოვმა სტუმართა კარი მეორედ აიღო. 90+2-ე წუთზე, თბილისელთა ლეგიონერმა, ულად-ომარ იმრანმა პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ლოკომოტივმა“ მეტი ვეღარ შეძლო და „ჩიხურა“ შემდეგ ეტაპზეა – 2:1.

ცნობილია, რომ ​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ¼-ფინალში – საჩხერეს „ჩიხურა” გასვლაზე ლიგა 3-ის „თბილისი სითის“ შეხვდება. თამაშის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.