ჩიხურამ დინამოს მოთამაშე იჯარით დაიმატა

12:57, 06.04.2019

მიხეილ ერგემლიძე საჩხერის ჩიხურაში ითამაშებს. 19 წლის ფორვარდის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჩიხურას ცნობით, ერგემლიძე საჩხერულ კლუბს იჯარის წესით დაეხმარება – თბილისის დინამომ თავდამსხმელი წლის ბოლომდე გაუშვა. მიხეილ ერგემლიძე ჩიხურაში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მანამდე თბილისის დინამომ იჯარით კიდევ სამი ფეხბურთელი გაუშვა: გიორგი კუცია გორის დილაში წავიდა, ლაშა ქაფიანიძე – ცხინვალში, ხოლო თამაზ ბაბუნაძე – შევარდენი 1906-ში.

მსგავსი