„ჩიხურა“ - „საბურთალოს“ გამარჯვებამ საბრძოლო განწყობა აგვიმაღლა
„ჩიხურა“ - „საბურთალოს“ გამარჯვებამ საბრძოლო განწყობა აგვიმაღლა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ ლუქსემბურგში „ფოლა ეშს“ შეხვდება. საჩხერელები ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ, სასტუმროში დაბინავდნენ და საღამოს მატჩის წინა ვარჯიში გამართეს.

„ჩიხურა“ ლუქსემბურგში შემდეგი შემადგენლობით გაემართა:

მეკარეები: ზურაბ მწყერაშვილი; დინო ჰამზიჩი

მცველები: ირაკლი კამლაძე; ოლეგ მამასახლისი; დავით მაისაშვილი; გიორგი კორიფაძე; ლაშა ჩიკვაიძე; დავით მეგრელიშვილი; შოთა კაშია

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი; თემო მარკოზაშვილი; ირაკლი ლექვთაძე; ბესო დეკანოიძე; მიშიკო სარდალიშვილი; დემურ ჩიხლაძე

თავდამსხმელები: მიშიკო ერგემლიძე; გიორგი ფანცულაია; რატი არდაზიშვილი.

გუნდის დირექტორთა საბჭოს წევრი ბერიკა შუკაკიძემ ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონის, „საბურთალოს“ წარმატებულმა სტარტმა და „შერიფთან“ გამარჯვებამ გუნდში საბრძოლო განწყობა გაზარდა.

„ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს“ ამ გამარჯვებას ვულოცავ. ეს არის ძალიან კარგი, გადამდები და გუნდში კარგი საბრძოლო განწყობა შეგვიქმნა. იმედი გვაქვს, რომ მატჩს ჩვენც სასურველი შედეგით დავასრულებთ და განმეორებით შეხვედრამდე კომფორტულ უპირატესობას შევიქმნით“, – აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.

საჩხერელები პირველ შეხვედრას ლუქსემბურგში „ფოლა ეშთან“ 11 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გამართავენ.