ჩიხურა ხუთეულს დაუბრუნდა
ჩიხურა ხუთეულს დაუბრუნდა
საჩხერის ჩიხურამ ვიტ ჯორჯია დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ხუთეულში დაბრუნდა.
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთად-ერთი გოლი 69-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა, რომელმაც საჩხერელთა სწრაფი შეტევა დააგვირგვინა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი გიორგი ვასაძეს ჰქონდა, მაგრამ კარის წინ მარტო დარჩენილმა ვიტ ჯორჯიას ნახევარმცველმა ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.
საბოლოოდ, ჩიხურამ 1:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი დაიბრუნა, ხოლო ვიტ ჯორჯია 11 ქულით კვლავ მერვე პოზიციაზეა.