„ჩიხურა" ევროსაგზურს მიუახლოვდა, „სამტერდია" - პლეი-აუტს
„ჩიხურა" ევროსაგზურს მიუახლოვდა, „სამტერდია" - პლეი-აუტს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 34-ე ტურის თამაშები დაიწყო. პირველი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

პირველ ტაიმში საჩხერელები უპირატესობას ფლობდნენ და უკვე მე-3 წუთზე ანგარიში მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა. მე-17 წუთზე ბაქარ მირცხულავამ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 81-ე წუთზე, სამტრედიელთა თავდამსხმელმა გიორგი ერისთავმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა „ჩიხურამ“ 2:1 მოიგო.

34 ტურის შემდეგ „ჩიხურა“ 60 ქულით მეოთხე ადგილზეა, რაც მას ევროთასებზე გასვლის საშუალებას მისცემს. კონკურენტ გორის „დილას“ საჩხერელები 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ გორელები დღეს „რუსთავს“ ხვდებიან და სხვაობის შემცირების შანსი გააჩნიათ.

„სამტრედია“ კი 21 ულით ისევ მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობით, პლეი-აუტში ითამაშებს.