ჩიხურა-დინამო საქართველოს მეორე არხზე - კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე იწყება
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეორე წრე იწყება – დღეს და ხვალ მეათე ტურის შეხვედრები გაიმართება. დღეს, ბათუმის ანგისას ბაზაზე გათამაშების ცხრილში პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები შეხვდებიან. მოქმედი ჩემპიონი საბურთალო ადგილობრივ დინამოს გაეჯიბრება და წარმატებით თამაშს ეცდება – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
თბილისელებს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი ოგნიენ როლოვიჩი, რომელმაც წლეულს ბათუმის დინამოსთან ორივე შეხვედრაში გაიტანა. მონტენეგროელმა ჯერ ჩემპიონატში გაუტანა აჭარლებს, შემდეგ კი თასის გათამაშებაში. ის მატჩები საბურთალომ ერთნაირი ანგარიშით, 1:0 მოიგო. დისკვალიფიკაციის გამო სტუმრებს ლადო დვალიშვილი დააკლდება, რომელმაც სიონთან ანგარიშით 3:2 მოგებული მატჩის მიწურულს მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა, ბათუმელებს კი დისკვალიფიკაციის გამო რომან ჭანტურია ვერ დაეხმარება.
25 აპრილს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ მოედანზე ტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება: საჩხერის ჩიხურა თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ ჩიხურას მოთამაშე, ოლეგ მამასახლისი გამოტოვებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს მეორე არხი შემოგთავაზებთ.
ოთხშაბათი, 24 აპრილი
რუსთავი – ლოკომოტივი
19:00. რუსთავი. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი
დინამო ბთ – საბურთალო
21:00. ბათუმი. ანგისას საფეხბურთო კომპლექსი
ხუთშაბათი, 25 აპრილი
სიონი – ტორპედო
16:00 ბოლნისი. სტადიონი „თამაზ სტეფანია“
ჩიხურა – დინამო თბ
18:00. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“ (მეორე არხი)
ვიტ ჯორჯია – დილა
21:00. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი 2“