„ჩიხურა“ „აბერდინს“ ამარცხებს | ევროპა ლიგა [ვიდეო]

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურა“ შოტლანდიურ „აბერდინს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ, მეტოქეს ანგარიშით 1:0 ამარცხებს.

მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მათ კარისკენ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ, თუმცა პირველი გოლის გატანა მაინც „ჩიხურამ“ მოახერხა.

40-ე წუთზე შოტლანდიელებმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს და მატჩის მთავარმა არბიტრმა „აბერდინის“ კარში 11 მეტრიანი დანიშნა. სტუმართა გოლკიპერმა ლუისმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ კორიფაძის დარტყმას მაინც ვერ გაუმკლავდა – 1:0. საბოლოოდ, ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი რამდენიმე წუთში დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.