„ჩიხურა“ „აბერდინისთვის“ შოტლანდიაში ემზადება
„ჩიხურა“ „აბერდინისთვის“ შოტლანდიაში ემზადება

საჩხერის „ჩიხურა“ „აბერდინთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრისთვის შოტლანდიაში ემზადება.

საჩხერლები მატჩის წინა ვარჯიშს Pittodrie Stadium-ზე გამართავენ. საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ შოტლანდიაში 18 მოთამაშე წაიყვანა:

მეკარეები: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი.

მცველები: ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია.

ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი, თემო მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, მიშკა სარდალიშვილი, დემიკო ჩიხლაძე, რატი არდაზიშვილი.

თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ფანცულაია, ბესო დეკანოიძე.

შეგახსენებთ, „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის შეხვედრა თბილისში ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი აბერდინში 1 აგვისტოს გაიმართება.