„ჩიკაგო“ ახალ ვიცე-პრეზიდენტად „დენვერის“ გენერალურ მენეჯერ არტურას კარნისოვას ნიშნავს
„ჩიკაგო“ ახალ ვიცე-პრეზიდენტად „დენვერის“ გენერალურ მენეჯერ არტურას კარნისოვას ნიშნავს

„ჩიკაგო ბულსმა“ გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი რთული ვითარება დადებითად გამოიყენოს და გუნდში ძირეული ცვლილებები მოახდინოს.

„ჩიკაგომ“ გადაწყვიტა პოლიტიკა შეცვალოს და გუნდში ახალი მმართველი მოიყვანოს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამ დრომდე უკვე გაიარა გასაუბრება არაერთმა კანდიდატმა, მათ შორის დენი ფერიმ და ბრაიან კოლანჯელომ, თუმცა „დენვერის“ გენერალური მენეჯერი არტურას კარნისოვასი, როგორც გაირკვა, ყველაზე რეალური კანდიდატია. ინფორმაციას ამის შესახებ ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს. კარნისოვასი „ნაგეთსში“ 2013 წლიდან მუშაობს.