ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების განახლებულ რეიტინგებში ქართველები ლიდერობენ #1TVSPORT
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების განახლებულ რეიტინგებში ქართველები ლიდერობენ #1TVSPORT

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მსოფლიოს რეიტინგები ორივე სახეობაში განაახლა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ორში საქართველოს ნაკრების წევრები ლიდერობენ. 63 კგ-ში სიის სათავეში ლერი აბულაძეა, 130-ში კი იაკობ ქაჯაია.

რაც შეეხება სხვა წონებს და ქართველთა პოზიციებს – 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზეა ნუგზარ წურწუმია, რომელიც აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის და იაპონელ კენ მაცუის ჩამორჩება.

60 კგ-ში მე-17 ადგილზეა ირაკლი ძიმისტარიშვილი. რამაზ ზოიძე 67 კგ-ში წონის მეორე ნომერია და მას მხოლოდ ირანელი მოჰამედრეზა გერაი უსწრებს. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-15 ნომერია შმაგი ბოლქვაძე. 82 კგ-ში მეექვსეა ლაშა გობაძე. 97-ში კი გიორგი მელია მეცხრე ადგილს იკავებს.

ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების რეიტინგებიც განაახლა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) წონითი კატეგორიის ლიდერია. გენო პეტრიაშვილი კი, 125 კგ-ში მეორეა. ის მხოლოდ პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი