ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს | ბუდაპეშტი 2018
ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს | ბუდაპეშტი 2018

21 ოქტომბერს მსოფლიო ხალიჩაზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57-65-79-92 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

საქართველოს ღირსებას ოთარ გოგავა (57 კგ.), ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ.) და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია